вторник, 7 апреля 2015 г.

დღე მეცხრე

ამ დღეს მოხდა მთელი ჩვენი ნამუშევრის შეჯამება.
ყველამ წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია და ნამდვილად კმაყოფილები დავრჩით იმით თუ რამდენი რამის გაკეთება გვისწავლია.
დღეს ვისწავლეთ აგრეთვე yotube-ზე ვიდეოების გამოქვეყნება და გაზიარება.
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერ გიორგის, ვუსურვებ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
გილოცავთ ყველას ხარებას.

пятница, 3 апреля 2015 г.

დღე მერვე

მატად დატვირთული დღე გვქონდა. შევამოწმეთ საშინაო დავალება შეფასების დროის ჩარჩო.დღეს ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე. განვიხილეთ gool-ს ფორმები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ გამიკითხვა, კვლევა,ტესტირება. ვისწავლეთ სხვადასხვა ტესტების შედგენა.
იმისათვის რომ გუგლის კითხვარი შევქმნათ შევდივართ new ველში და გადავდივართ გუგლის ფორმებში ვწერთ სათაურს, კითხვაში ვწერთ სახელი, გვარი შემდეგ კითხვაში ვწერთ განმარტებას თუ საჭიროება მოითხოვს, ვირჩევთ პასუხების ფორმას. ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის პასუხების შერჩევა. განვიხილეთ კითხვები და მათი განმარტებები. ვისწავლეთ დიზაინის შერჩევა.
ვისწავლეთ და შევქმენით შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ excel-ში მუშაობა, შეფასების დაანგარიშება, ერთხელ უჯრაში დაწკაპუნება რედაქტირების საშუალებას იძლევა.
მივიღეთ დავალება: ვნახოთ გიორგის მიერ გამოგზავნილი ვიდეოგაკვეთილი, დავასრულოთ გეგმა და ავტვირთოთ ყველა შექმნილი დოკუმენტი შესაბამის საქაღალდეში.

вторник, 31 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაცია. გავითვალისწინეთ ტრენარის შენიშვნები.
ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა და გაზიარება ბლოგზე, რათა სხვებმაც შეძლონ ნახვა ჩვენს მიერ შექმნილი მასალა.
ვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდების შექმნა და დამატება.
გავიგეთ რომ დოკუმენტის ატვირთვა ხდება დრაივის მეშვეობით.
ტრენერმა მოგვცა დავალება: დავასრულოთ გეგმები.
სახელმძღვანელოში წავიკითხოთ 5-ე მოდულში პირველ აქტივობაში შეფასების გეგმა.

суббота, 28 марта 2015 г.

დღე მეექვსე

დღეს საინტერესო დღე გვქონდა. განვიხილეთ რამდენიმე პედაგოგის პრეზენტაცია, მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში.
ვისაუბრეთ გეგმაზე, რომელსაც ვაძლევთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე. შევქმენი ჩემი პროექტის ჩეკლისტი.
ვისწავლეთ დრაივზე საქაღალდეების შექმნა, ფოლდერში შენახვა.
ტრენარმა მოგვცა დავალება: დავწეროთ მოსწავლის სვარაუდო პრეზენტაცია.

вторник, 24 марта 2015 г.

დღე მეხუთე

ტრენინგის დაწყებისას განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები და გავიხსენეთ წინა მასალა. ბლოგში განვიხილეთ კომენტარების ველი. ჩემთვის მნიშვნელოვანია კომენტარები, რათა მომავალში გავითვალისწინო ის შენიშვნები რასაც მიწერენ.განვიხილეთ დავალება, სადაც არ მქონდა შენიშვნები.
ვისაუბრეთ მესამე მოდულზე, სადაც იყო საუბარი საავტორო უფლებებზე, რასაც გამოვიყენებ ჩემს პრეზენტაციაში ბოლო გვერდზე.
პრეზენტაციის მომზადებისათვის განვიხილეთ მეორე მოდულის მეხუთე აქტივობა შევქმენით გვერდები.გავიგე რომ უნდა ვწეროთ 18 ზომიანი შრიფტით.
დავუბრუნდი ჩემს გეგმას და ჩავინიშნეთ რა დავალება უნდა შევასრულო შემდეგი ტრენინგისთვის. 

პროექტისთვის საჭირო ფოტომასალა





რა კარგია ველოსიპედით სეირნობა ბულვარში

суббота, 21 марта 2015 г.

დღე მეოთხე

შევარჩიეთ ბლოგის დიზაინი.
განვიხილეთ რესურსებში არსებული შეფასების მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. გავიხილეთ დროში გაწერილი  გეგმა:
1. პროქტზე მუშაობის დაწყებამდე.
2 .პროექტზე მუშაობის პროცესში.
3. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა, მივცეთ მუშაობის მიმართულება და გავიგოთ რისი შესწავლა სურთ.